პედიატრის რჩევები
2017-12-02

  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა არის დაავადებისა და პათოლოგიური პროცესების არ არსებობა სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის ფონზე. პედიატრის ძირითად მიზანს ჯანმრთელი, ფსიქოფიზიკურად ჰარმონიულიულად განვითარებული მომავალი თაობის ჩამოყალიბება წარმოადგენს. პედიატრია მოძღვრებაა ჯანსაღი და ავადმყოფი ბავშვის შესახებ, და შესაბამისად ავადმყოფი ბავშვის მკურნალობასთან ერთად ჯანსაღი ბავშვის მოვლის, კვების, აღზრდისა და დაავადებების პრევენციის საკითხებსაც შეიცავს.

 

  მოსაზრება,  რომ „ბავშვი მოზრდილია მინიატურაში“  მცდარია. ბავშვი მოზრდილისგან სავსებით განსხვავებული ინდივიდია. იგი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. ეს ზრდა კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთანავე იწყება და სქესობრივი მომწიფების დამთავრებამდე გრძელდება, გამომდინარე აქედან,  ორგანიზმისთვის დამახასიათებელი მორფოლოგიური და ფუნქციური თავისებურებები კანონზომიერად იცვლება ბავშვობის მთელი პერიოდის მანძილზე.  ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედიატრიულ სამსახურს.

  ჩვენს კლინიკაში  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაავადებათა პრევენციას, დროულ და სწორ ვაქცინაციას ეროვნული კალენდარული გეგმის შესაბამისად. ბავშვის განვითარების შეფასებას, მშობელთა ინფორმირებას ბავშვის სწორი მოვლის, კვებისა და აღზრდის საკითხებზე. ბავშვის განვითარების შეფასებას ფიზიკური პარამეტრების, მოტორული, ფსიქოსოციალური და კოგნიტური სფეროების გათვალისწინებით, ასევე ფსიქოსოციალური სფეროს შეფასებას სპეციალური ტესტებისა და კითხვარების მეშვეობით, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ რისკ–ჯგუფები, დროულად დავადგინოთ განვითარების შეფერხება და ვმართოთ ადეკვატურად შემდგომი კვლევისა და  კორექციის პროცესში ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის  და ფსიქოლოგის აქტიური ჩართვით.

 

  რაც შეეხება დაავადების მართვას აქ თანმიმდევრულად ტარდება შემდეგი ღონისძიებანი:

  • ბავშვის ანამნეზის შეგროვება;
  • კლინიკური კვლევა (ინსპექცია, პალპაცია, პერკუსია);
  • ლაბორატორიულ ინსტრუმენტული კვლევა;
  • სპეციალისტების  კონსულტაციას. (საჭიროების შემთხვევაში)მკურნალობის დანიშვნა;
  • მშობლის დაწვრილებითი ინფორმირება ავადმყოფი ბავშვის ბინაზე მოვლის, მედიკამენტოზური მკურნალობის,  დაავადების მიმდინარეობის და საშიშროების ნიშნების (როდის მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ) შესახებ

 ძვირფასო მშობლებო! ბავშვისადმი ყურადღება და მზრუნველობა ქართველი ხალხის ერთერთი უძველესი და მტკიცე ტრადიციაა. ჩვენ, კლინიკა მედალფას პედიატრები თქვენს სამსახურში გვიგულეთ!

 

 

 

 

 

თემები

facebook