ტერმინ ნეიროსონოსკოპიის ქვეშ ტრადიციულად გულისხმობენ ბავშვის თავის ტვინის ულტრაბგერით კვლევას დიდი ყიფლიბანდის მეშვეობით. თუმცა, ბოლო წლებში აღნიშნულმა კვლევის მეთოდმა გაცილებით ფართო მასშტაბი შეიძინა. ულტრაბგერით (ექოსკოპიით) თავის ტვინის მდგომარეობის შეფასების მცდელობებს ქალას ძვლების მეშვეობით დიდი ხნის ისტორია აქვს. თავდაპირველად ქალას ძვლები ულტრაბგერისთვის გადაულახავ წინაღობად ითვლებოდა, თუმცა შემდგომში, აპარატურის ახალი თაობის გამოჩენსათან დაკავშირებით აღნიშნულ საკითხზე მუშაობა განახლდა და ულტრაბგერის ახალი შესაძლებლობებით კვლევა 16 წლამდე ასაკის  მოზარდებში დაიწყეს გერმანიაში (Shoning et all 1986-1990) და რუსეთში  (Иова А.С. с соавт., 1986-2007).  შედეგად წარმატებით იქნა დანერგილი კვლევა: ტრანსკრანიალური ნეიროსონოსკოპია თხემის ძვლის და თხემ–საფეთქლის ნაკერის მეშვეობით. უკანასკნელ პერიოდში დამტკიცდა ამ კვლევის რეალური შესაძლებლობები 16 წლის ზევით ასაკშიც.

კლინიკა მედალფა პაციენტებს სთავაზობს თავის ტვინის ულტრაბგერით კვლევას – ნეიროსონოსკოპიას, როგორც ჩვილი ასაკის ბავშვებში დიდი ყიფლიბანდიდან, ასევე, მოზრდილ ასაკში  (16 წლამდე) თხემ–საფეთქლის ნაკერის მეშვეობოთ. 

თემები

facebook