თბილისის კლინიკაში ხელმისაწვდომია არტერიული წნევის და ელექტროკარდიოგრამის 24 სთ–იანი (ჰოლტერის) მონიტორირება ევროპული წარმოების აპარატურით – Meditech CardioMera ECG Holter, Meditech card(X)plore.

ჰოლტერის მონიტორირება გულისხმობს 24 საათის განმავლობაში ელექტროკარდიოგრამის უწყვეტ ჩაწერას. ასევე, შესაძლებელია ელექტროკარდიოგრამის და არტერიული წნევის ერთდროული ჩაწერა ერთი აპარატის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება, როგორებიცაა გულის რითმის დარღვევა, კორონარული (გულის მკვებავი) არტერიების დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, თეთრი ხალათის ჰიპერტენზია, ორსულთა ჰიპერტენზია და სხვ. ჰოლტერის მონიტორირება წარმოებს ჩვეული, ყოველდღიური აქტივობის ფონზე.

თემები

facebook