შემოდგომის დადგომას თან ახლავს გრიპი და ვირუსული დაავადებები, რომელიც ადვილად ვრცელდება და ხშირად ეპიდემიას ან უფრო მასშტაბურ სახეს პანდემიას იღებს. მართალია დაავადებულთა უმრავლესობას გრიპი მსუბუქ ფორმებში გადააქვს, მაგრამ ალბათობა იმისა რომ უფრო რთულ ფორმაში გადაიზარდოს, მაინც არსებობს.

  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ვაქცინაციას დაავადებისა და შესაძლო გართულების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს, დაავადების შემთხვევაში კი მიმდინარეობს მსუბუქად.

  იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩატარდეს სეზონური გრიპის ეპიდემიის დაწყებამდე. იმუნიტეტი ნარჩუნდება 1 წლის განმავლობაში. სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს.

  განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია:

5 წლამდე ასაკის ბავშვები

65 წელს გადაცილებულები

ორსულები და ისინი ვინც გეგმავენ ორსულობას (ვაქცინაცია ორსულებში გამოიყენება მეორე ტრიმესტრიდან)

სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი

  კლინიკა მედალფა გთავაზობთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ჩაიტარეთ სეზონური აცრა და შეხვდით ზამთარს დაცული.

  ვაქცინაციის ფასია 25 ლარი

თემები

facebook